Accentnews.ge
აზერბაიჯანმა სომხეთს 29 სამხედროს ცხედრები გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 29 სამხედროს ცხედრები გადასცა

29/10/2020 12:47:14 კავკასია

აზერბაიჯანმა სომხეთს 29 დაღუპული სამხედროს ცხედრები გადასცა, – იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და ამ საქმეში რუსეთის, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის საშუამავლო ძალისხმევას უსვამს ხაზს.

გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ეუთო-ს საშუამავლო მისიის ძალისხმევის შედეგად სომხურ მხარეს გადაეცა სამოქალაქო პირი – 85 წლის ევგენია ბაბაიანი გადრუთიდან.

«სომხური მხარე ერთგული რჩება ჰუმანიტარული დაზავების შესახებ შეთანხმების და მზადაა, აზერბაიჯანს ამჟამად ყარაბაღის მხარეს მყოფი ცხედრები გადასცეს, ასევე დაიწყოს ცხედრების ევაკუაცია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ არსებული პოზიციათაშორისი ტერიტორიებიდან და ტყვეთა გაცვლის პროცესი», – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ორივე მხარე ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სომხური მხრიდან, ოფიციალური ინფორმაციით, 1116 სამხედროა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარე სამხედროთა დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ დაღუპულია 90 მშვიდობიანი მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S