Accentnews.ge
რუსთავის შესასვლელთან დაძაბულობაა

რუსთავის შესასვლელთან დაძაბულობაა

29/10/2020 13:34:08 საზოგადოება

რუსთავ–თბილისის გზატკეცილზე, რუსთავის შესასვლელთან დაძაბულობაა. „მარშის“ წევრებმა თბილისისკენ მომავალ კოლონას, რომელსაც ენმ–ს და „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები წარმოადგენდნენ, გზა გადაუკეტეს. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. რადიკალური ჯგუფის წევრები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მისამართითაც, გაკეთდა ჰომოფობიური განცხადებები.

„მარშის“ წევრები ენმ–ის მხარდამჭერ მოქალაქეთა კოლონას თბილისის მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამასთან, მათ მჯდომარე აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს და გზის სავალ ნაწილზე განლაგდნენ. შედეგად, ადგილზე წარმოქმნილია საცობი – გადაადგილებას არა მხოლოდ აქციაზე მიმავალი კოლონა, არამედ რიგითი მოქალაქეებიც ვერ ახერხებენ. მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მათ გზა ამ დრომდე ვერ გახსნეს.

რუსთავის შესასვლელთან იმყოფება რადიკალური ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძეც.

პარალელურად, თბილისში იმართება ენმ–ის და „ძალა ერთობაშიას“ ერთობლივი შემაჯამებელი აქცია „დავასრულოთ ბიძინა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშფანდურს, მითუმეტეს ეს არის დამნაშავე ძალა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა, დანაშაული საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, გაყიდეს ტერიტორიები, გაყიდეს გარეჯი, გააუპატიურეს საკუთარი მოსახლეობა და ნამუსი ახადეს. დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ თაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს“, – განაცხადა ენმ–ის, "ქართული ოცნების" ყოფილმა და ამჟამად "მარშის" წევრმა ირაკლი შიხიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S