
რას გეგმავენ მელიას მხარდამჭერები იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ
26/06/2019 15:59:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ენმ–ის წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისი კოლეგის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დაუყონებლივ უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასამართლოებში.
ამასთან მან დღეს მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა და მას პარლამენტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო უწოდა.
"ეს არის სრულიად სამარცხვინო დღე საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, რადგან საქართველოს პარლამენტს არ ახსოვს, პოლიტიკური ნიშნით გაეხსნა გზა დეპუტატის დაკავებისთვის. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს და დვიცვათ ნიკა მელიას უფლებები სააერტაშორისო სასამარტლოში. დრეიდან "ქართული ოცნება მორალურად გაბანკროტებული ძალაა",– განაცხადა სალომე სამადავილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა.