
"ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს"
29/10/2020 15:32:48 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ–ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, "არჩევნები დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა, თუმცა პანდემიის პირობებში 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სანდოობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს".
"მოველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა რიშმა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.