Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი განმარტავს, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე

"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი განმარტავს, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე

29/10/2020 16:02:15 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე განმარტავს, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, იმღერა რუსულად, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.

„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი რომ არის. ზარებმა დარეკეს, რომ ბუბა, რატომ იმღერე ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულადო, ვუთხარი: "რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ აქცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე სიტყვით გამოვიდა.

"ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ თბილისში. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება", – მიმართა კიკაბიძემ აქციის მონაწილეებს და შემდეგ 2 სიმღერა, მათ შორის "თბილისო" ქართულ–რუსულ ენებზე შეასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S