აშშ–ის სენატორები შაჰინი და რიში: "აშშ ყურადღებით დააკვირდება 31 ოქტომბრის არჩევნებს"

29-10-2020 20:41:28 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადებას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ "აშშ ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს"

სენატორები საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ჩატარების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას:

"არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს და საარჩევნო ყუთებთან პატიოსნება შეინარჩუნოს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული კონსტიტუციური რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსალოდნელი არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება კიდევ ერთხელ განამტკიცებს ამ მონაპოვარს და დაადასტურებს ქართველი ხალხის სურვილს, გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-მა ამ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის დასწრება შეუძლებელი გახადა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან ამ არჩევნებს. დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მას მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხახლის პარტნიორულ და მეგობრულ მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნების გამართვას".

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები