
მელია – იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ: "თმის ღერი არ ჩამომვარდება თავიდან"
26/06/2019 16:08:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
"ისევ რომან გოცირიძის გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ - თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან, ეს არის ფაქტი და თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, აქვს ბატონ ივანიშვილს ”
ენმ-ის დეპუტატი ნიკა მელია კენჭისყრის შემდეგ. პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.