Accentnews.ge
ჟორჟოლიანი - ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერაზე: “ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია”

ჟორჟოლიანი - ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერაზე: “ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია”

29/10/2020 16:45:37 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ენმ-ის აქციაზე ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია და ამიტომ შეასრულა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა რუსულ ენაზე.

"სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს", - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ აქცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე სიტყვით გამოვიდა.

"ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ თბილისში. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება", – მიმართა კიკაბიძემ აქციის მონაწილეებს და შემდეგ 2 სიმღერა, მათ შორის "თბილისოს" ნაწილი რუსულ ენაზე შეასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S