Accentnews.ge
"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რაც მე მოვისმინე სცენიდან"

"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რაც მე მოვისმინე სცენიდან"

29/10/2020 17:00:54 საშინაო პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაალ უდუმაშილის თქმით, მან არ იცოდა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კუკაბიძე დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე სიმღერას რუსულად შეასრულებდა. თუმცა მისი თქმით, იგი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ეს არის სიმღერა, რომელიც თავიდან ორ ენაზე იყო შესრულებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ იმღერა ბატონმა ბუბამ ეს სიმღერა და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს არის ულამაზესი სიმღერა თბილისზე. მე ნამდვილად არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რაც მე მოვისმინე სცენიდან. ეს სიმღერა თავიდანვე შექმნილი იყო ასე. ეს არის ცნობილი სიმღერა, რომელიც ორ ენაზეა. გაიგონ ოკუპანტებმა, როგორ კარგ ქალაქში ვცხოვრობთ. ასე რომ, ეს არ არის პრობლემა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ აქცია გაიმართა. ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე სიტყვით გამოვიდა.

"ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ თბილისში. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება", – მიმართა კიკაბიძემ აქციის მონაწილეებს და შემდეგ 2 სიმღერა, მათ შორის "თბილისოს" ნაწილი რუსულ ენაზე შეასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S