
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა ერთი ახალგაზრდა პაციენტი
29/10/2020 17:36:55 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფექციაზე ჩატარებული 427 ტესტირებიდან დადებითი შედეგი 68-მ აჩვენა. დღეს დაიღუპა ერთი პაციენტი – 1976 წელს დაბადებული ქალი, რომელიც კლინიკაში 13 ოქტომბერს იყო გადაყვანილი.
ოპერატიული შტაბის ცნობით, გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ამ დროისთვის 135 ადამიანი იმყოფება, მათგან 113 – დადასტურებული დიაგნოზით. პაციენტთაგან 29-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 36-ის – საშუალო სიმძიმის. დღის განმავლობაში გაეწერა 13 მოქალაქე, შეიყვანეს 14 ახალი პაციენტი.
სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 55 პაციენტი იმყოფება, მათგან 51-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 4-ის – მძიმე.
სულ აფხაზეთში ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირების 4126 შემთხვევაა აღრიცხული. 38 ავადმყოფი გარდაიცვალა, 2170 გამოჯანმრთელდა.