Accentnews.ge
დეკანოიძე: „გარდაცვლილები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ, დიდი გლოვა გვაქვს“

დეკანოიძე: „გარდაცვლილები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ, დიდი გლოვა გვაქვს“

30/10/2020 05:41:15 სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გორთან მომხდარი ავარიისას დაღუპული და დაშავებული ადამიანები ენმ–ის მხარდამჭერები იყვნენ.

„წარმოუდგენელი ტრაგედიაა, 5 ადამიანია გარდაცვლილი. სამედიცინო მანიპულაციები გრძელდება კიდევ ერთ ადამიანთან. დიდი გლოვა გვაქვს. მე პირადად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წარმოუდგენელია ასეთი პატრიოტების, ახალგაზრდა ადამიანების, მხარდამჭერების და არაჩეულებირვი ადამიანების დაკარგვა.

ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ვართ გლოვაში, ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მეგობრები და სიტყვები არ მყოფნის, როგორი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს დანარჩენი ორი გამოჯანმრთელდება. ერთი გადაყვანილია თბილისში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. დანარჩენი ხუთი დავკარგეთ. ასეთ წარმოუდგენელ ტრაგედიაში ვართ. ვიზიარებ მათი ოჯახების და ჩვენი ყველა მხარდამჭერის ტრაგედიას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსი ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გამართული საარჩევნო ღონისძიებიდან ბრუნდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S