Accentnews.ge
თბილისში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

თბილისში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

30/10/2020 06:00:25 სამართალი

თბილისში, ავტოგასამართ სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ "გალფს" ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული , წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს–ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S