ქუთაისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
30/10/2020 06:48:55 სამართალი
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


