Accentnews.ge
Amnesty International სომხეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტს ადასტურებს

Amnesty International სომხეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტს ადასტურებს

30/10/2020 07:30:42 კავკასია

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ადასტურებს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ ბარდას დაბომბვისთვის კასეტური ბომბები გამოიყენა, – იუწყება report.ge.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე ქალაქის მიმართულებით ერთი ან მეტი "სმერჩის" ტიპის რაკეტა იქნა გაშვებული, რომელიც საავადმყოფოს მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კვარტლებს მოხვდა.

ბარდის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 70 დაიჭრა.

Amnesty International–ის ექსპერტებმა დაადასტურეს ფოტოკორესპონდების მიერ გადაღებული ფოტოსურათების ავთენტურობა. მათზე აღბეჭდილია 9N235 კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტები, რომელიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩიდან" იყო ნასროლი.

"კასეტური საბრძოლო მასალებით საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა არის სასტიკი და უპასუხისმგებლო ქმედება, რასაც ადამიანების სიკვდილი, დაჭრა და ტანჯვა მოჰყვა", - განაცხადა Amnesty International- ის რეგიონალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარია სტრუტერსმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S