Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა  „ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის არშექმნის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა  „ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის არშექმნის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა

30/10/2020 08:50:13 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის არშექმნის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა პირობას დადეს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

"ხელს ვაწერთ დეკლარაციას და ვიღებთ ვალდებულებას, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შეუქმნის სამთავრობო კოალიციას ბლოკს და თანამშრომლობის სხვა ფორმატს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პრაქტიკულად დასასრულამდე მიიყვანა ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა", - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ამომრჩეველთან, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლების შეცვლის რეალური მსურველი.

შეთანხმებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელი პარტიები: "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი", "ევროპული საქართველო","რესპუბლიკური პარტია", "ევროპელი დემოკრატები', "ირაკლი ოქროაშვილი გამარჯვებული საქართველო", "ნინო-ბურჯანაძე ერთიანი საქართველო", "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ლეიბორისტული პარტია".

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S