Accentnews.ge
ცსკ არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცსკ არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

30/10/2020 09:20:37 საშინაო პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ", – აცახდებენ ცსკ–ში.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

ცსკ–ის ცნობით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, შეიცვალოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S