ნატო-ში აშშ-ის მისია საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

30-10-2020 14:02:37 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

ნატო-ში აშშ-ის მისია საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ამ უქმეზე საქართველოში არჩევნებია, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. დემოკრატიული ღირებულებები საფუძველია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობისთვის", – ნათქვამი მისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები