Accentnews.ge
"ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად დაისჯება"

"ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად დაისჯება"

30/10/2020 10:22:33 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ქოტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად დაისჯება.

"ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ასევე, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზგადოების, რომ ხვალიდნელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისისი სამართალდამცავი სისტემის მიერ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შედგომი გაძლიერების თვალსაზრისით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S