
"პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ, ეს იყო ქვეცნობიერის გამოვლენა"
30/10/2020 10:38:40 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, როცა ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე საკითხი ყოველთვის ხდება რუსეთი და პრორუსულობა.
"პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა. სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს უხერხული ვერსიების მოძებნა, ამიტომაცაა ეს ქვეცნობიერი. ბუბა კიკაბიძე არის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ადამიანი ასაკშია. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ... შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ...გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიყწოს", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიის პირველი ნომერის ბუბა კიკაბიძის გამოსვლის შესახებ, რომელმაც სიმღერა "თბილისოს" ნაწილი რუსულ ენაზე შეასრულა.