
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება"
30/10/2020 10:42:35 საშინაო პოლიტიკა
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება", – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, "ხომ არ იგეგმება არჩევნების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა?".
„შეიძლება, მაგალითად, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება როგორც დახურულ შენობაში, ასევე გარეთაც. დღეს, მოგეხსენებათ, სავალდებულო არის დახურულ სივრცეში, ღია სივრცეში არის მკაცრი რეკომენდაცია. ამიტომ, ყველას შეეძლება მოაწყოს, რამდენიც უნდა მიტინგი, ოღონდ კანონის სრულიდ დაცვით და შეიძლება, პირბადით, ოღონდ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებების სჭირდება, ამიტომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“,- განაცხადა გახარიამ.