Accentnews.ge
გურჯაანში ორმაგი მკვლელობა მოხდა

გურჯაანში ორმაგი მკვლელობა მოხდა

30/10/2020 12:18:43 სამართალი

გურჯაანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ამ ეტაპზე თავდამსხმელი დაკავებული არაა.

განახლება

არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ მეუღლეს და ხმაურზე ადგილზე მისულ მეზობელს, ხოლო კიდევ ერთი მეზობელი დაჭრა.

დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მედიკოსები აცხადებენ, რომ დაჭრილია 49 წლის მამაკაცი. მას ყბა -სახის მძიმე დაზიანების გამო, სავარაუდოდ თბილისის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S