გურჯაანში მომხდარი მკვლელობების შესახებ დეტალები ხდება ცნობილი
30/10/2020 13:36:07 სამართალი
გურჯაანში, სოფელ ველისციხეში მომხდარი შემზარავი მკვლელობების შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ადგილობრივები აცხადებენ, რომ 55 წლამდე კაცმა, რომელიც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფიდან მეუღლეს ესროლა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კაცმა სახლი დატოვა, საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა და შეიარაღებულმა სოფელში სვლა განაგრძო. მან სავარაუდოდ, ხმაურზე გარეთ გამოსულ ჯერ ერთ მეზობელს ესროლა და მოკლა, შემდეგ მეორე მეზობელს დაუძახა და მასაც ესროლა და ასევე ისროლა მესამე მეზობლის მისამართითაც. ორი დაჭრილიდან ერთი კლინიკაში იმყოფება და მის გადარჩენას ექიმები ცდილობენ, მეორე დაჭრილი კი, ვინაიდან დაზიანება მსუბუქი ხარისხის აღმონდა, სოფელში რჩება.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. თავად თავდამსხმელი სავარაუდოდ, საკუთარი ავტომობილით მიიმალა.
ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


