
ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში კოვიდ-ინფიცირების 22 შემთხვევა გამოვლინდა
30/10/2020 14:09:53 კონფლიქტები
ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში კოვიდ-ინფიცირების 22 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის არიან როგორც თანამშრომლები, ასევე პატიმრები.დე ფაქტო შსს-ს ცნობით, დაავადებულები ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ, მათგან სამს პნევმონია დაუდასტურდა.
29 ოქტომბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების სულ 768 შემთხვევა იყო აღრიცხული, გარდაცვლილი იყო 6 პაციენტი.
ინფიცირებულთა შორის არიან დე ფაქტო პრეზიდენტი, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი და პარლამენტის თავმჯდომარე.