
ფაშინიანი: სომხეთი რუსი სამშვიდობოების განთავსებაზე თანახმაა
30/10/2020 14:18:08 კავკასია
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსება ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა The Daily Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარის მიერ უნდა იყოს მხარდაჭერილი.
«კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანას მხარს ვუჭერ. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ამას ყველა მხარე უნდა უჭერდეს მხარს», – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით, “ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს საიმისოდ, რომ თურქეთმა აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეწყვიტოს”.
დღეს ჟევენაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ხვდება. მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე ჟენევაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით.