Accentnews.ge
"იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო მაღალი უნდა იყოს"

"იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო მაღალი უნდა იყოს"

26/06/2019 17:19:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია განმარტავს რატომ შეიკავა თავი ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემისგან. 

“მე არ დავუჭირე ამ გადაწყვეტილებას მხარი, მაგრამ ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ და არც არავის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის, აზრი გამოვხატე იმასთან დაკავშირებით, რომ მგონია, იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო მაღალი უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი მოტივაცია”,- განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S