ივანიშვილმა მხარდამჭერებს ვიდეოჩანაწერით მიმართა, შემდეგ კი სცენაზე მოულოდნელად გამორჩნა

30-10-2020 21:24:24 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვიდეოჩანაწერით მიმართა და გაჩნდა განცდა, რომ ის ღონისძიებაზე მისვლას არ გეგმავდა, მაგრამ სცენაზე მოულოდნელად გამორჩნა.

თავად ჩანაწერის მოსმენა მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა, ტაში მხოლოდ მიმართვის დასრულებას მოჰყვა, თუმცა ივანიშვილის სცენაზე გამოჩენამ აპლოდისმენტებიც გააძლიერა.

ივანიშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები