Accentnews.ge
საქართველომ ყაზახეთს “ბტა ბანკის” ყოფილი მმართველი გადასცა

საქართველომ ყაზახეთს “ბტა ბანკის” ყოფილი მმართველი გადასცა

30/10/2020 17:50:07 სამართალი

ყაზახური “ბტა ბანკის” ყოფილი მმართველი დირექტორი ასილმურატ რამაზანოვი საქართველოდან ყაზახეთშია ექსტრადირებული, - იუწყება ყაზახეთის გენერალური პროკურატურა.

მისივე ინფორმაციით, რამაზანოვი ბანკის აქტივების – 249 მლრდ ტენგეს მიტაცებისთვის იძებნებოდა და ეს დანაშაული თავის დროზე მუხტარ აბლიაზოვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობით ჰქონდა ჩადენილი.

«სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის თავის ასარიდებლად რამაზანოვი საქართველოს აფარებდა თავს და ამისათვის ყირგიზეთის მოქალაქის ყალბ საბუთებს იყენებდა. ყაზახი და ქართველი სამართალდამცველების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად იგი საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. ამჟამად რამაზანოვი ალმა-ათის საგამოძიებო იზოლატორშია გადაყვანილი», - ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის ნოემბერში ყაზახეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ენერგეტიკის, ინდუსტრიისა და ვაჭობის ექს-მინისტრ მუხტარ აბლიაზოვს, რომელიც დამნაშავედ სცნეს 2004 წელს ბიზნეს-პარტნიორის – ტურან ალემ ბანკის (მოგვიანებით ბტა ბანკის სახელი დაერქვა) ყოფილი მმართველის, ერჟან ტატიშევის მკვლელობის ორგანიზებაში. 2017 წელს ალმა-ათაში გამართულ სასამართლო პროცესზე კი აბლიაზოვი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ ბტა ბანკის სახსრების მიტაცების საქმეში და მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.57 წლის მუხტარ აბლიაზოვი ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S