Accentnews.ge
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

31/10/2020 03:31:53 საშინაო პოლიტიკა

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიკეტება. 07:00 საათზე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები უნდა ჩატარდეს, უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურა კი, 08:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

საპარლამენტო არჩევნების გარდა, 31 ოქტომბერს საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ასევე თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ომის საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S