Accentnews.ge
"ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას, სრულიად ახალი პოლიტიკის გატარებას, ცვლილებებს"

"ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას, სრულიად ახალი პოლიტიკის გატარებას, ცვლილებებს"

31/10/2020 05:47:59 საშინაო პოლიტიკა

"მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას", - ამის შესახებ „ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე–5 უბანზე დააფიქსირა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ- ერთი გადამწყვეტი არჩევნები იმისათვის, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ, ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ აუცილებლად დღეს ხმა მისცეს მისი ქვეყნის, მისი ოჯახის მომავალს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს და გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S