
“გავრილოვი – მართლმადიდებელი კომუნისტი, ეს ხომ უკვე სიმბოლიკაა”
26/06/2019 18:01:25 ციტატა
“მინდა, გამოვხატო ჩემი ღია მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც დგანან ღიად, ამაყად და ჭკვიანურად, შეუპოვრად იქცევიან ამ აქციაზე, თანაც ევროპული კურსით. ამით საბოლოოდ უარი ეთქვა იქ დაბრუნებას, იმ წარსულში, რისი სიმბოლოცაა გავრილოვი, მართლმადიდებელი კომუნისტი, ეს ხომ თავისთავად სიმბოლოა რეტროგრადული დემაგოგობის”
განაცხადა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რასაც საქართველოში მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.