
გია ბუღაძე: "მეგონა, სტაგნაციის მძიმე ჭაობში ვიყავით შესულები"
26/06/2019 18:12:40 ციტატა
"მეგონა, სტაგნაციის მძიმე ჭაობში ვიყავით შესულები, თურმე, ქართველ ახალგაზრდებს არ სძნავთ და ძალიანაც აღელვებთ ოკუპაციის თემა, მათ შეურაცხყოფას ვერ გადააყლაპებ, ისინი არიან ბევრად მეტად განათლებულები, ვიდრე დღევანდელი უმრავლესობა მმართველებისა”
განაცხადა მხატვარმა გია ბუღაძემ "ტვ პირველის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი კომუნისტის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ სერგეი გავრილოვის ვიზიტს მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.