Accentnews.ge
გიგაური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ

გიგაური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ

31/10/2020 09:23:54 საშინაო პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იარაღით გადაადგილების ფაქტს უარყოფითად აფასებს და მათ მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ ქმედებისგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ.

"მე ამას უარყოფითად ვაფასებ. ეს არ არის სწორი, როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება, შეაშინოს ამომრჩეველი, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე ან კიდევ სხვა გავლენა მოახდინოს. ამიტომ მოვუწოდებ, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს შეფასებისას პრობლემები არ გვქონდეს და არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა”, – განაცხადა გიგაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S