
მოსკოვმა სამხედრო დახმარების შესახებ ფაშინიანის თხოვნას უპასუხა
31/10/2020 10:15:31 კავკასია
ოფიციალური მოსკოვი ერევანს პასუხობს და შეახსენებს, რომ ორმხრივი სამოკავშირეო ვალდებებულებების თანახმად, მხარეებს სამხედრო კუთხით ერთმანეთის დახმარება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ შეიარაღებული აგრესია რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე განხორციელდება.
ასე გამოეხაურა მოსკოვი პრეზიდენტ პუტინისადმი პრემიერ ფაშინიანის მიმართვას, დაიწყოს კონსულტაციები სომხეთის დახმარების ხასიათისა და მოცულობის საკითხებზე.
ამასთან, მოსკოვმა ბაქოსა და ერევანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეტყვიტონ ცეცხლი და მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. ბაქო და ერევანი კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროიდან დღემდე ბაქომ რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება მოახერხა.
მხარეებს შორის ჰუმანიტარული ზავი უკვე სამჯერ დაიდო, ორჯერ - რუსეთის, ერთხელ - აშშ-ის შუამავლობით, თუმცა სამივე მალევე დაირღვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.