Accentnews.ge
შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

31/10/2020 11:27:46 სამართალი

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე,- იუწყება შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო მათ შორის:

  • თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნისმიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტის -ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველინაწილით.
  • ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯაროსკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია"ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა,რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთანდაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმამუხლის მესამე ნაწილით.
  • ასევე, გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულისმუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნოუბნებზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაულიგათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით. ინტენსიურადმიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელიაქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურმოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელიდღის განმავლობაში გაგრძელდება“,- აცხადებენ შსს-ში და დასძენენ, რომ «შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფსარჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით,მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერმოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს,შსს-, კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დაიწყო გამოძიება“.

შსს მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლადპოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში,მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდვითარებაში ჩატარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S