შსს რეგიონებში პოლიციელების მობილიზების თაობაზე განმარტებას აკეთებს
31/10/2020 11:33:14 სამართალი
შსს განმარტავს, სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ზუგდიდში პოლიციელების სამხედრო მანქანებით გადაადგილების მიზეზს.
„რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს“,– განმარტავენ შსს–ში.


