
დევიდ ლიდინგტონი: "ბორის ჯონსონი მართალი იყო. საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის"
31/10/2020 11:52:06 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
გამოცემა ,,cityam“ აქვეყნებს ბრიტანეთის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში დევიდ ლიდინგტონის სატიტიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი",
როგორც სტატიაშია ნათქვამი, "საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას, ჯარისკაცებს მოკავშირეთა მისიებში აგზავნის ავღანეთში და გაერთიანებულ სამეფოს უჭერს მხარს სოლსბერში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის მოკვლევაში":
"მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი. თავის დროზე უილიამ ჰეიგის მთავრობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის წლიურ დიალოგზე დავიწყე მუშაობა. ბრიტანეთის ფასეულობები ყოველთვის მოიცავს პლურალიზმის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას. ჩვენ გვსურს საქართველოს მსგავსმა ახალმა დემოკრატიებმა მეტი კეთილდღეობა და პოლიტიკური სტაბილურობა იქონიონ. საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას, ჯარისკაცებს მოკავშირეთა მისიებში აგზავნის ავღანეთში და გაერთიანებულ სამეფოს უჭერს მხარს სოლსბერში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის მოკვლევაში. თუმცა, უბრალოდ ვერ ვივარაუდებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა თავისით გაგრძელდება. რუსეთი კვლავ იკავებს საქართველოს ტერიტორიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კომერციულ და პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს პრო-დასავლური მისწრაფებების შემოსატრიალებლად. საქართველოში რეფორმების პროცესი ჯერ ისევ დასასრულებელია”,- ნათქვამია სტატიაში.
სტატიის დასასრულს ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ "მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს ლიდერების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და გაძლიერების მომსწრენი გავხდებით":
,, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე ბორის ჯონსონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრი მართალი იყო. საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის. საქართველოს სხვა მეგობრების მსგავსად, იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს ლიდერების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და გაძლიერების მომსწრენი გავხდებით”,- აცხადებს დევიდ ლიდინგტონი.