
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 148 ახალი შემთხვევაა
31/10/2020 15:01:37 კონფლიქტები
ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფექციაზე 324 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 148-ში გამოვლინდა.
კერძოდ, 29 ოქტომბერს ჩატარებულმა ტესტირებებმა 65 ინფიცირებული გამოავლინა, ხოლო 30 სექტემბერს მათ კიდევ 83 დაემატა.
ინფიცირების 5 შემთხვევაა აღრიცხული ახალგორის რაიონში, ყველა დაავადებული ადგილობრივი სკოლის მასწავლებელია.
რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის დროიდან დღემდე ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 827-მდეა გაზრდილი.