
"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: "ოცნება“ - 55%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23%
31/10/2020 16:04:04 საშინაო პოლიტიკა
ამერიკულმა ორგანიზაციამ Public Opinion Strategies ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები განასაჯაროვა.
18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23%
ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - "ევროპული საქართველო" - 3%
"ლელო" - მამუკა ხაზარაძე - 3%
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3%
გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო)" - 3%
„გირჩი“ - 3%
შალვა ნათელაშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1%
ნინო ბურჯანაძე - "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
"მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი - 1%
სხვა პარტიები - 5%
აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.
პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი - მაჟორიტარები.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.
კვლევა კომპანიამ „Public Opinion Strategies“ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა.