
„მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს! ხვალიდან გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას“
31/10/2020 16:24:59 საშინაო პოლიტიკა
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს თანამებრძოლს. ხვალიდან გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
"ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს გამარჯვება და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. ხვალიდან გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას. არც ერთ კრიმინალს, არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგრვის შესაძლებლობა, არ მიეცემა უფლება, დათესოს ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ", – განაცხადა კალაძემ.
იხილეთ ასევე: 4 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები