Accentnews.ge
"ჩვენ გავიმარჯვეთ!  პანდემიის ფონზეც სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ!"

"ჩვენ გავიმარჯვეთ!  პანდემიის ფონზეც სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ!"

31/10/2020 16:41:23 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენ გავიმარჯვეთ! პანდემიის ფონზეც სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ", – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

„მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! მთელს მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

იხილეთ ასევე: 4 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S