
"მინდა, განურჩევლად ყველა ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო"
31/10/2020 16:17:03 საშინაო პოლიტიკა
"მინდა, განურჩევლად ყველა ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო განურჩევლად ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს მინდა, გამოვუცხადო მადლობა, თითოეულ ადამიანს, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით - ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. გაუმარჯოს საქართველოს, ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის!",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: 4 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები