
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, ვიდრე 2016–ის
31/10/2020 18:21:08 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცსკ–ის ცნობით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა.
როგორც ცსკ–ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 56,11 %-ს შეადგენს.
ცსკ–ის ცნობით, საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი საღამოს 20:00 საათზე დაიხურა, თუმცა რიგ უბნებზე რიგში იყვნენ ამომრჩევლები და მათ ხმის მიცემის საშუალება 20:00 საათის შემდეგაც მიეცათ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა აქტივობა 51,63 %-ს (1, 814, 276 ამომრჩეველს) შეადგენდა.