
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 73 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
31/10/2020 18:54:49 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კოვიდ-ინფექციაზე 367 ტესტირება ჩატარდა და 73 შემთხვევაში დადებითი შედეგი გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პაციენტი, - იუწყება ოპერატიული შტაბი.
მისივე ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ამ დროისთვის 132 მოქალაქე იმყოფება, მათგან 114 – დადასტურებული დიაგნოზით. პაციენტთაგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა, 27-ის – საშუალო სიმძიმის. დღეს გაეწერა 10 პაციენტი.
სოხუმის პანსიონატ “აიტარის” ტერიტორიაზე გაშლილ მობილურ ჰოსპიტალში კი სადღეისოდ 60 პაციენტი მკურნალობს, მათგან 57-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-ის - მძიმე.
სულ პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 4233 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 2267, გარდაიცვალა 42 პაციენტი.