Accentnews.ge
ISFED: მარნეულის და შუახევის რიგ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა

ISFED: მარნეულის და შუახევის რიგ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა

31/10/2020 20:01:16 საშინაო პოლიტიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, მარნეულის ერთ და შუახევის ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდით ელექტროენერგია გაითიშა.

კერძოდ, ორგანიზაციის მიერ მივლენილი დამკვირვებლების ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე. ამასთან, უბანთან არის ხალხმრავლობა, იქვე დიდი რაოდენობითაა მობილიზებული პოლიცია და სპეცრაზმი.

მათივე ცნობით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია #82 შუახევის ოქლის #26 და #24 საარჩევნო უბნებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S