
ოპოზიციამ აქცია დააანონსა: „ეს არჩევნები კი არა, ომი იყო და ომი არ წაგვიგია!“
01/11/2020 00:52:56 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს 1 ნოემბერს, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.
„ეს არა არჩევნები, არამედ ომი იყო და ეს ომი არ წაგვიგია! 16:00 საათზე ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე ველოდებით. მთავარი ვთქვით ახლა და უფრო მნიშვნელოვანს ხვალ ვიტყვით“,– განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ნიკა მელიამ ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ "არჩევნები წინ გვაქვს".
ცნობისთვის: ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში კონსულტაციებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ შეიკრიბნენ.