Accentnews.ge
ცსკ–ის თავმჯდომარეს ბრიფინგი დღესაც შეაწყვეტინეს

ცსკ–ის თავმჯდომარეს ბრიფინგი დღესაც შეაწყვეტინეს

01/11/2020 04:16:46 საშინაო პოლიტიკა

ცსკ–ის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ბრიფინგი დღესაც შეაწყვეტინეს. კერძოდ, ჟვანიას მიერ წინასწარი მონაცემების გამოცხადებას "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელის ირაკლი ჭყოიძის შეძახილები მოჰყვა.

"თქვენ ხართ გამყალბებლები, გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ! ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. არ მოგცემთ ამის საშუალებას. გირჩევთ, გადადექით, თქვენ ხართ გამყალბებლები",- მიმართა ჭყოიძემ ცსკ–ის თავმჯდომარეს.

დაცვამ ირაკლი ჭყოიძე ოთახიდან გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ცსკ–ის თავმჯდომარის წინა ბრიფინგზეც ხმაური იყო. შედეგების გამოქვეყნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

იხილეთ ასევე: დათვლილია უბნების 50% – "ოცნება" - 50.01%, ენმ - 25.4%

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტურის ჩატარდება გახდება საჭირო

ცსკ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S