
ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, გერმანიასა და საფრანგეთში საარჩევნო ბლოკმა "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" გაიმარჯვა
01/11/2020 09:43:10 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 56 საარჩევნო უბნიდან 46 უბნის შედეგებია დათვლილი.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, გერმანიაში გახსნილი 3 უბნისა და საფრანგეთში გახსნილი 1 უბნის შედეგების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" გაიმარჯვა:
- №14 საარჩევნო უბანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 25.51%; "ქართული ოცნება" – 26.52%
- №15 საარჩევნო უბანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მაინის ფრანკფურტი – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" –32.72%; "ქართული ოცნება" – 18.52%
- №16 საარჩევნო უბანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მიუნხენში – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 45.56%; "ქართული ოცნება" – 11.83%
- №42 საარჩევნო უბანი, საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. პარიზი – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 37.42%; "ქართული ოცნება" –22.85%;