Accentnews.ge
ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, 18 სახელმწიფოში, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში საარჩევნო ბლოკმა "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" გაიმარჯვა

ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, 18 სახელმწიფოში, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში საარჩევნო ბლოკმა "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" გაიმარჯვა

01/11/2020 10:40:07 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის​ წინასწარი მონაცემებით, 18 სახელმწიფოში, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში საარჩევნო ბლოკმა "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" გაიმარჯვა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ 36 ქვეყანაში გახსნილი 56 საარჩევნო უბნიდან 46 უბნის შედეგებია დათვლილი.

წინასწარი მონაცემები ქვეყნების მიხედვით:

  • ავსტრიის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 37.72%; "ქართული ოცნება" – 15.92%
  • ამერიკის შეერთებული შტატები – არ არის დათვლილი
  • ბელარუსის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 28.8%; "ქართული ოცნება" – 55.2%
  • ბელგიის სამეფო– "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 36.03%; "ქართული ოცნება" – 31.31%
  • ბულგარეთის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 19.23%; "ქართული ოცნება" – 53.85%
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" [სამი უბანი] 25.51%, 32.72%, 45.56%; "ქართული ოცნება" – 26.52%, 18.52%, 11.83%
  • დანიის სამეფო – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 23.4%; "ქართული ოცნება" – 19.15%
  • დიდი ბრიტანეთი – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 40.88%; "ქართული ოცნება" – 19.41%
  • ესპანეთის სამეფო –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – [ორი უბანი] 51.79%, 55.82%; "ქართული ოცნება" – 22.31%, 21.65%
  • ესტონეთის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 25.4%; "ქართული ოცნება" – 12.7%
  • თურქეთის რესპუბლიკა– "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – [სამი უბანი] 63.54%, 69.32%, 52.08%; "ქართული ოცნება" – 23.2%,13.97%, 38.02%
  • ირლანდია – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 46.08%; "ქართული ოცნება" – 25.49%
  • ისრაელის სახელმწიფო–"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 52.36%; "ქართული ოცნება" – 34.16%
  • იტალიის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – [ორი უბანი] 49.41%, 71.14%; "ქართული ოცნება" – 31.07%, 12.69%
  • კანადა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 41.03%; "ქართული ოცნება" –12.82%
  • კვიპროსის რესპუბლიკა –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 51.11%; "ქართული ოცნება" – 10%
  • ​ლატვია რესპუბლიკა –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 31.71%; "ქართული ოცნება" – 43.9%
  • ლიეტუვა რესპუბლიკა – არ არის დათვლილი
  • მოლდოვას რესპუბლიკა – არ არის დათვლილი
  • ნიდერლანდების სამეფო – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 43.61%; "ქართული ოცნება" – 12.03%
  • პოლონეთის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 43.64%; "ქართული ოცნება" – 15.76%
  • პორტუგალიის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 32.56%; "ქართული ოცნება" – 34.88%
  • საბერძნეთის რესპუბლიკა –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – [სამი უბანი და სამივე ათენში] 57.49%, 68.21%, 64.72%; "ქართული ოცნება" – 27.68%, 16.82%, 15.22%
  • საფრანგეთის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 37.42%; "ქართული ოცნება" – 22.85%;
  • სლოვაკეთის რესპუბლიკა –არ არის დათვლილი
  • სომხეთის რესპუბლიკა – "ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 10.53%; "ქართული ოცნება" – 52.63%
  • უზბეკეთის რესპუბლიკა – არ არის დათვლილი
  • უკრაინა –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – [სამი უბანი] 67.53%, 44.44%, 54.12%; "ქართული ოცნება" –18.08%, 41.75% [ერთი უბანი არ არის დათვლილი]
  • უნგრეთი –"ენმ–გაერთიანებული ოპოზიცია" – 22.61%; "ქართული ოცნება" – 33.04%
  • ქუვეითის სახელმწიფო – არ არის დათვლილი
  • ყაზახეთის რესპუბლიკა – არ არის დათვლილი
  • შვედეთის სამეფო – არ არის დათვლილი
  • შვეიცარიის კონფედერაცია – არ არის დათვლილი
  • ჩეხეთის რესპუბლიკა – არ არის დათვლილი
  • კატარის სახელმწიფო – არ არის დათვლილი
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – არ არის დათვლილი
  • ნორვეგიის სამეფო – არ არის დათვლილი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S