Accentnews.ge
"კოორდინატორების, პარტიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების საარჩევნო უბნებთან ყოფნა დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა"

"კოორდინატორების, პარტიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების საარჩევნო უბნებთან ყოფნა დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა"

01/11/2020 11:50:36 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა", – ამის შესახებ ეუთო–ს დამკვირვებელმა ჯულიან სტიკმა საქართველოში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩვენების შეფასებისას განაცხადა.

"მმართველი პარტია ნამდვილად დომინირებდა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების აღქმაზე არჩევნების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა. დასანანია, რომ ეს ელემენტები არსებობდა. არჩევნებზე საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო", – განაცხადა ჯულიან სტიკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S