
"არჩევნების დასრულებისთანავე შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და დემონსტრაციების მოწყობა ამომრჩეველის პატივისცემის ნიშანი არაა"
01/11/2020 12:47:50 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელის ტინი კოქსის შეფასებით, "არჩევნების დასრულებისთანავე შედეგების ეჭვქვეშ დაყენებადა და დემონსტრაციების მოწყობა ამომრჩეველის პატივისცემის ნიშანი არაა".
“არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არჩევნების დასრულებისთანავე, არ არის საუკეთესო ნიშანი განვითარებული დემოკრატიებში. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჯერ ნახონ რა შედეგები დადგება, შეაფასონ, შემდეგ თუ საჭირო იქნება გამოიყენონ შესაძლებლობები გასაჩივრებისთვის და მერე მივიდნენ გამოიტანონ დასკვნები. თუმცა არჩევნების შედეგების დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება , არ არის მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი. დემონსტრაციების მოწყობა არჩევნების დღეს და მომდევნო დღეს, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო ნიშანი, რომ თქვენ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას", – განაცხადა დამკვირვებელმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია ცსკ–ს წინასწარი შედეგებს არ ცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და აქციებისთვის ემზადება. მოთხოვნა განმეორებითი არჩევნები იქნება.